ავტორი:

"ჩემი თაობის მომღერლებს ვიხსენებ, მას კი წარმოდგენაც არ აქვს ვისზე ვსაუბრობ" - 77 წლის შერი თავის 38 წლის შეყვარებულთან ერთად: მომღერალი ამხელს თუ რატომ კამათობს "ბოიფრენდთან" (ფოტოები)

"ჩემი თაობის მომღერლებს ვიხსენებ, მას კი წარმოდგენაც არ აქვს ვისზე ვსაუბრობ" - 77 წლის შერი თავის 38 წლის შეყვარებულთან ერთად: მომღერალი ამხელს თუ რატომ კამათობს "ბოიფრენდთან" (ფოტოები)

77 წლის შერი 38 წლის შეყვარებულთან ერთად მილანში გამართულ Dolce & Gabbana-ს ჩვენებას ესწრებოდა. მომღერლის რჩეული ალექსანდრე "AE" ედვარდსია.

შერი და ედვარდსი ერთმანეთს 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდნენ. მოგვიანებით წყვილი მცირე დროით დაშორდა, თუმცა მალევე პაპარაცებმა ისევ ერთად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა ისიც კი აღიარა, რომ თავდაპირველად მასზე ასაკით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო:

"ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეუბნებოდი,რომ არ გაებათ რომანი უმცროს მამაკაცთან. ამისთვის ზედმეტად ასაკში ვართ. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს საერთოდ ვერ ვუგებთ: ხანდახან ჩემი თაობის მომღერლებს ვიხსენებ, მას კი წარმოდგენაც არ აქვს ვისზე ვსაუბრობ", - ამბობს შერი.

მიუხედავად მსგავსი უმნიშვნელო უთანხმოებისა, მომღერალი მაინც აღნიშნავს, რომ ყველა ქალმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ასაკით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობა.

"არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. ალექსანდრეს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი შვილის მამაა" - ამბობს მომღერალი.