ავტორი:

ახალი "რომეო და ჯულიეტა" ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან - ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

ახალი "რომეო და ჯულიეტა" ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან - ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

სულ მალე დიდი ბრიტანეთის თეატრის სცენაზე სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა“ განახლებული სამსახიობო შემადგენლობით გამოჩნდება მაყურებლის წინაშე.

სპექტაკლში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა-რივერსი შეასრულებენ.

  • აღსანიშნავია, რომ ფრანჩესკასთვის ჯულიეტას როლი სადებიუტო იქნება.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფრანჩესკა ჯულიეტას როლს შეასრულებდა, მის მიმართ საზოგადოების მხრიდან რასისტული შეურაცხყოფა და დისკრიმანაცია დაიწყო.

პროდიუსერები გმობენ რასობრივ შეურაცხყოფას და აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს სიძულვილის შემცველი კომენტარები.

კომპანია Jamie Lloyd-მა, რომელიც სპექტაკლზე მუშაობს, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა ხელოვანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას და საჭიროებას, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმუშაოს შევიწროების გარეშე.

სპექტაკლი 11 მაისს გამოვა და მისი ჩვენება 3 აგვისტომდე გაგრძელდება.

ფრანჩესკა ამევუდა-რივერსი ბრიტანელი მწერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. მუსიკის განხრით დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი. დაწერილი აქვს საუნდტრეკი სხვადასხვა ფილმებისთვის. მათ შორის, 2022 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის - "მედეა".