ავტორი:

ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩემთვის არანაირი ფასი არ აქვს, ჩალის ფასი აქვს" - კახა კალაძე

ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩემთვის არანაირი ფასი არ აქვს, ჩალის ფასი აქვს" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტიდან გაწვევა "ქართული ოცნების” შეცდომა იყო, იმ თვალსაზრისით, რომ მათ საზოგადოებას სწორად ვერ აუხსნეს და ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერ მიაწოდეს.

მისივე მტკიცებით, “რადიკალურმა ჯგუფებმა” მოახერხეს, რომ აღნიშნული კანონი “რუსულად" შენიღბეს”, რომელსაც კალაძის განმარტებით, “საერთოდ არანაირი კავშირი რუსეთთან არ აქვს”.

“ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა გვაქვს და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნულ კანონთან ამ ურთიერთობას, ქვეყნის ევროპულ მომავალთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია. კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის.

თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭვირვალობას, ასევე, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი, ცნობილი და ცხადი უნდა იყოს, თუ რომელი ორგანიზაცია, რომელი ქვეყნიდან დაფინანსდა. ამის გასაჯაროებაზეა ლაპარაკი, მეტი არაფერი.

რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს ის, რომ აღნიშნული კანონი შენიღბეს "რუსულად", რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი რუსეთთან არ აქვს”, - განაცხადა კალაძემ.

კალაძე დარწმუნებულია, რომ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ კანონპროექტი ქვეყნის დონორი ორგანიზაციებისთვის, მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება.

“ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე. გვინდა ევროპა. რა არის ევროპის და ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები, რაზე დგას? რაზეა დაფუძნებული? ეს არის: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, გამჭვირვალობა, განსხვავებული აზრის მიღება და ა.შ. ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, ვისზეც თქვენ შეკითხვას მისვამთ, ჩემთვის არანაირი ფასი არ აქვს, ჩალის ფასი აქვს. აგიხსნით, რატომ აქვს ჩემთვის ჩალის ფასი. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ საუბრობთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ ჩვენ და საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თეთრზე გვეუბნებოდნენ, რომ შავია. დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. იგივეს გვიმტკიცებენ. თავიანთი განცხადებებით, თავიანთი მიღებული გადაწყვეტილებებით, რასაც აქვეყნებდნენ და საბოლოო ჯამში ვიგებდით, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების {რეზოლუციების} მიღება”, - განმარტა კალაძემ.