ავტორი:

"რომ გითხრათ, რამდენს იღებს, შესაძლოა, გაგეცინოთ, შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც ამ ხელფასზე იმუშავებდა“ - კალაძე სანიოლის ხელფასის რაოდენობას ასახელებს

"რომ გითხრათ, რამდენს იღებს, შესაძლოა, გაგეცინოთ, შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც ამ ხელფასზე იმუშავებდა“ - კალაძე სანიოლის ხელფასის რაოდენობას ასახელებს

საფეხბურთო წარმატებით გამოწვეული ეიფორია კვლავ გრძელდება. თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე ტელეკომპანია "იმედთან" ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, ვილი სანიოლზე საუბრობს.

მისი თქმით, სანიოლისთვის თანხა პრიორიტეტული არასდროს ყოფილა.

  • "რას ვაფასებ ამ ადამიანში - მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ - 20 ათასია მისი ხელფასი. შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას და ამ ხელფასზე იმუშავებდა“, - განაცხადა კალაძემ "იმედთან".

ცნობისთვის, 26 მარტს, საქართველომ "ერთა ლიგის" ფინალში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.