ავტორი:

"რა ჰქვია ნეტავ იმ კაცს, შვილო, ვინც შენს სიკაშკაშეს ვერ გაუძლო..." - რას წერს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა?

"რა ჰქვია ნეტავ იმ კაცს, შვილო, ვინც შენს სიკაშკაშეს ვერ გაუძლო..." - რას წერს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა?

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, შვილის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"ხვალ მიცვალებულთა ხსენების დღეა, ამიტომ თავს უფლება მივეცი.

ვფიქრობ ზუსტად ასე აღნიშნა ჩემმა ბიჭმა ქვეყნის გამარჯვება.

წუთისოფელია დაუნდობელი თუ ადამიანი უკვე არ ვიცი, რა ჰქვია ნეტავ იმ კაცს, შვილო, ვინც შენს სიკაშკაშეს ვერ გაუძლო.

ყველა დღისთვის დამიტოვა კადრი ჩემმა ბიჭმა".

შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.