ავტორი:

"დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა, არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ..." - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

"დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა, არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ..." - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

UFC-ის ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის" - წერს დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სპორტული კარიერა ტრადიციული ჭიდაობით დაიწყო. თუმცა 33 წლის სპორტსმენის ცხოვრება საკმაოდ რთული გახდა, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დვალიშვილი 21 წლის წავიდა. სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მუშაობდა ფიზიკურად, ძირითადად, მშენებლობაზე. მოგვიანებით კი მისი მწვრთნელი ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელი რეი ლონგო გახდა.

პორტსმენის მშობლები, ამირან და დარეჯან დვალიშვილები შვილისთვის მთავარი საყრდენები იყვნენ მისი MMA კარიერის განმავლობაში. მერაბმა დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ მისულიყო იქამდე, სადაც ახლა არის, წერს უცხოური მედია. სხვანაირად მშობლები ვერ იამაყებდნენ.

"ხანდახან ჩემს ბიჭს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი სწრაფად გავიდა წლები. მართალია, გაიზარდა და შეიცვალა, მაგრამ ის სიჯიუტე, რომელიც მის სისხლში ყოველთვის იყო, არ გამქრალა. ვფიქრობ, ძლიერი ხასიათი დაეხმარა მას წარმატებაში“, - ამბობს დვალიშვილის მამა.

წაიკითხეთ ასევე: