ავტორი:

მასიური თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე - რუსებმა დნეპრის ჰიდროელექტრო კაშხალს დაარტყეს: რაკეტა ხალხით სავსე ტროლეიბუსს მოხვდა

მასიური თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე - რუსებმა დნეპრის ჰიდროელექტრო კაშხალს დაარტყეს: რაკეტა ხალხით სავსე ტროლეიბუსს მოხვდა

22 მარტს, დილით, რუსებმა დნეპრის ჰიდროელექტრო კაშხალს რამდენიმე ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" ესროლეს. ერთ-ერთი რაკეტა კაშხლის გასწვრივ მოძრავ ტროლეიბუსს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს:

"რუსული რაკეტა დაეჯახა ტროლეიბუსს, რომელიც კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა. ტროლეიბუსში ხალხი იყო. ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები სამუშაოდ მიდიოდნენ", - თქვა მან.

22 მარტის დილით, რუსებმა მასიური თავდასხმა დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. აფეთქებები მოხდა ხარკოვის, ზაპორიჟიეს, დნეპრის, ხმელნიცკის, ვინიცისა და დნეპროპეტროვის ოლქებში.

ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშენკოს განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ზაპორიჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ერთი ელექტროგადამცემი ხაზი დაკარგა.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.