ავტორი:

კიმ ჩენ ინი ტანკზე, რომელსაც "ყველაზე ძლიერს" უწოდებს - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა (ფოტოები)

კიმ ჩენ ინი ტანკზე, რომელსაც "ყველაზე ძლიერს" უწოდებს - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა (ფოტოები)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი არმიის სატანკო ქვედანაყოფების წვრთნას დაესწრო.

  • ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, დიქტატორმა მონაწილეობა მიიღო წვრთნებში და თავად მართავდა ტანკის ახალ მოდელს, რომელსაც "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი" უწოდა.

ბოლო 11 დღის განმავლობაში კიმ ჩენ ინი წვრთნებს უკვე მესამედ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საპასუხო წვრთნა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

წვრთნაში მონაწილეობს არტილერია, სატანკო ჯარები, ჯავშანტექნიკა და ავიაცია.

DPRK ჩვეულებრივ უარყოფითად საუბრობს სამხრეთ კორეის არმიისა და მოკავშირეების წვრთნებზე და აცხადებს, რომ მზად არიან თავდასხმისთვის. სამხრეთ კორეა მხოლოდ თავდაცვით მიზნებზე საუბრობს.

პრესის ცნობით, კიმ ჩენ ინმა წვრთნების დროს სატანკო ეკიპაჟებს მოუწოდა "მოემზადონ ომისთვის“. ჩრდილოეთ კორეის მთავრობაში რეგულარულად საუბრობენ სამხრეთ კორეასთან ომის შესაძლებლობაზე.