ავტორი:

"გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს" - დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ

"გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს" - დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში "რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო.

„ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.

ტრამპის კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ხმების 40% მიიღო და ეს არ არის ცოტა, ამიტომ ის აპირებს, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს.