ავტორი:

ტრამპის "ოქროს ბოტასები" - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა: რა ღირს ექსპრეზიდენტის ფეხსაცმელები

ტრამპის "ოქროს ბოტასები" - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა: რა ღირს ექსპრეზიდენტის ფეხსაცმელები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა - 2 დღით ადრე კი მას მოსამართლემ, სამოქალაქო თაღლითობის ბრალდებით, 335 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ტრამპმა ფილადელფიაში Sneaker Con-ზე "ტრამპის ფეხსაცმელები" წარადგინა. ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმლის ღირებულება 399 დოლარია. საიტის მიხედვით, 1000 წყვილი სპორტული ფეხსაცმელია ხელმისაწვდომი.

"ამაზე დაახლოებით 12, 13 წელია რაც ვსაუბრობ და მგონია, რომ დიდად წარმატებული იქნება", - განაცხადა ტრამპმა.

ამას გარდა, ვებსაიტი დამატებით ორ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის, რომლებსაც გვერდზე ასო "T" და რიცხვი "45" აქვთ, და მათი ღირებულება 199 დოლარია. ვებსაიტის მიხედვით, შპს "ტრამპის სპორტული ფეხსაცმელები" დონალდ ტრამპის ან ტრამპის ორგანიზაციის მიერ შექმნილი, წარმოებული ან გაყიდული არ არის. შპს ტრამპის სახელს მხოლოდ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს.