ავტორი:

"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია

"ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს!" - ეკა ბესელია

ელისაშვილი რომ არის ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს - პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს! - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნულით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს.

როგორც ბესელიამ განმარტა, პრეზიდენტთან შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა, ამ თემაზე საუბარი კი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო, შემდეგ კი "უცებ ელისაშვილი გამოჩნდა“.

"ეს არამზადა ადამიანი ყველაფერს კადრულობს, რაც შეიძლება ვერ წარმოიდგინო კაცისგან, პოლიტიკოსისგან. ელისაშვილი რომ არის პოლიტიკაში, მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა რომ ამბობდა, ვერავინ ვერაფერს დამაბრალებსო, პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემს ყოფილ პარტიას ნაყიდი ჰყავს. ჯერ პაპუაშვილს გააკეთებინეს კომენტარი, ვერ გავიგეთ {ეკა ბესელია}პოლიტიკოსი არის, თუ "ენჯეო“ აქვსო, უცხოეთიდან ფინანსდება ეს პოლიტიკოსიო, შემდეგ უცებ ელისაშვილი გამოჩნდა, რაო, შეწყალების კომისიაო... მე არასდროს დავაბრალებ ადამიანს რაიმეს. შეწყალების კომისიაზე საუბარი არასდროს ყოფილა პრეზიდენტთან, კომისია საერთოდ არ აქვს, მსგავსი არაფერი ყოფილა.

მე უცხოეთიდან არასდროს ვფინანსდებოდი. პროექტ "მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორი და პროექტის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა, მე თვითონ ვაფინანსებ ამ პროგრამას. ერთი თეთრი არ ამიღია არცერთი ამ პროექტისგან“,- აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ფინანსური ინტერესის გამო პატიმრებს შეწყალების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა.

"ხომ ამბობს რომ პროკურატურამ საქმე ჩაფარცხა? თქვენთან დადოს ერთი ფაქტი, რომ მე რომელიმე საქმეზე რაიმე ვთხოვე. არასდროს მქონდა მასთან კომუნიკაცია. თვითონ დადიოდა პატიმრებთან ანგარების მოტივით, მე მაქვს ეს ფაქტი. მას ფინანსური ინტერესი ჰქონდა. კონკრეტული საქმე მაქვს, პროკურატურას მაშინ ეს გავუგზავნე, ერთ-ერთმა პატიმარმა მომწერა, მეორე მოვიდა და მესაუბრა. რასაც გაბრალებს, თავად იქცევა უწესოდ და უზნეოდ“,- აღნიშნა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: