ავტორი:

"ხაზარაძე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები...“ - ალეკო ელისაშვილი

"ხაზარაძე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები...“ - ალეკო ელისაშვილი

"ბიძინა ივანიშვილი წკეპლით გამოვარდა და დაერია თავის პრემიერ-მინისტრებს. ახლა "ქართული ოცნების" ოფისში წესრიგს ამყარებს", - ამბობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ. მისი აზრით, მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, კობახიძე გააანალიზებს, რით აბრაზებდნენ წინამორბედები ივანიშვილს. "მოქალაქეების" ლიდერი ოპოზიციურ ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც საუბრობს და მოვლენების შესაძლო განვითარებას განიხილავს.

- ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში წესრიგის დამყარება დაიწყო, ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. კობახიძე კარგად გააანალიზებს, რით და რატომ გაანაწყენეს ივანიშვილი წინა პრემიერებმა, მათ შორის, ღარიბაშვილმა ორჯერ, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. კობახიძე ისე მოიქცევა, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, თითქოს ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ.

- "ქართული ოცნების" წევრებმა თქვეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.

- გამორიცხულია, მე არ ვაპირებ და ოპოზიციაში არც სხვა რომელიმე ძალა მეგულება, რომელიც ირაკლი კობახიძის კაბინეტს მხარს დაუჭერს. ერთადერთი, ვისაც მხარს დავუჭერდი, ეს იქნებოდა პროდასავლური კოალიციური მთავრობა.

- კითხვები თუ გაქვთ კობახიძესთან?

- კი მაქვს, მაგრამ სწორ პასუხებს მივიღებ?! არა მგონია! მართლა მაინტერესებს, რატომ გაუშვეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ბურჭულაძე, ხოლო პრემიერის პოსტიდან ღარიბაშვილი. კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკურად შეფუთულ, წინასწარ დალაგებულ პასუხს მივიღებ, მე კი გულწრფელი პასუხები მჭირდება.

განაგრძეთ კითხვა