ავტორი:

მუქი, ღია ქერა და ზოგჯერ ნარინჯისფერი - დონალდ ტრამპის თმის ფერი მის ხასიათის მიხედვით იცვლება?! - სტილისტები ჩივიან, რომ ტრამპს "ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია"

მუქი, ღია ქერა და ზოგჯერ ნარინჯისფერი - დონალდ ტრამპის თმის ფერი მის ხასიათის მიხედვით იცვლება?! - სტილისტები ჩივიან, რომ ტრამპს "ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია"

როდესაც დონალდ ტრამპი ამ კვირის დასაწყისში მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში გამოჩნდა, იქ მყოფებმა შენიშნეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თმის ფერი შეცვლილი ჰქონდა. მათი თქმით, ტრამპის ახალი ვარცხნილობა ბევრად უფრო ღია ნარინჯისფერი იყო, ვიდრე მანამდე. როგორც ამბობენ, ეს თავად დონალდ ტრამპის მოუთმენლობის ბრალია.

წყარო, რომელიც Page Six-ის გამოცემას ესაუბრა, ამტკიცებს: "სტილისტები მასზე ბრაზდებიან ხოლმე, მაგრამ მასთან ვერ გამოხატავენ. ეს იმის ბრალია, რომ ტრამპი ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. 30 წუთი მაინც უნდა მოიცადოს, რომ თმამ სასურველი ფერი მიიღოს, მაგრამ მას მშვიდად ჯდომა არ შეუძლია."

"დონალდის თმის ფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნით მოახერხებს სტილისტი მის ერთ ადგილას გაჩერებას. მისი თმა შეიძლება იყოს მუქი ან ღია ქერა, ან საერთოდ კაშკაშა ნარინჯისფერი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის საშინლად მოუთმენელია, სტილისტს ნახევარი საათითაც კი იშვიათად უჩერდება და ყოველთვის აჩქარებს. არადა, რაც შეიძლება დიდი დროით უნდა იჯდეს, რომ თმამ მისთვის სასურველი მუქი ქერა ფერი მიიღოს (რომელიც ტრამპისთვის ახალგაზრდობის წლებთან ასოცირდება)."

წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ტრამპის სტილის ცვლილება მისი მეუღლის დამსახურებაა: "მელანია მას არა მხოლოდ წონის კლებაში, არამედ თმის ფერის შეცვლაშიც ეხმარება, სურს უფრო ახალგაზრდული გახადოს, ვიდრე ჭაღარა ბაიდენია", - აცხადებენ ისინი.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა იმიჯის შეცვლა ახალგაზრდა ამომრჩევლების მოსაზიდად გადაწყვიტა: "მის გუნდს სურს გვაჩვენოს, რომ ის შეიცვალა და 2016 წელს რომ იყო, ისეთი აღარაა".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა