ავტორი:

ტრამპს ჯინ კეროლისთვის $83,3 მილიონის გადახდა დაევალა - ქალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

ტრამპს ჯინ კეროლისთვის $83,3 მილიონის გადახდა დაევალა - ქალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

ნიუ-იორკის ჟიურის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ჯინ კეროლისთვის $83,3 მილიონის გადახდა დაევალა. აქედან, 18,3 მილიონ დოლარი კომპენსაციისთვის და 65 მილიონი დოლარი სადამსჯელო ზარალისთვის.

ჯინ კეროლი ამტკიცებდა, რომ ტრამპმა მას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა 1990-იან წლებში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს და განაჩენს "სასაცილოს" უწოდებს.

”მე სრულიად არ ვეთანხმები ვერდიქტს. ეს ბაიდენის ნახელავია, რომელიც ორიენტირებულია ჩემზე და რესპუბლიკურ პარტიაზე. ჩვენი იურიდიული სისტემა უკონტროლოა და გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი. ეს არ არის ამერიკა!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სასამართლოს ვერდიქტს ჯინ კეროლიც გამოეხმაურა:

"ეს არის დიდი გამარჯვება ყველა ქალისთვის, რომელიც შეურაცხყოფის შემდეგ ფეხზე წამოდგა და დიდი მარცხია ყოველი მოძალადისთვის, რომელიც ქალის გაჩუმებას ცდილობს“, - თქვა კეროლმა განცხადებაში. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი კეროლის ადვოკატმა, რობი კაპლანმაც გააკეთა: "დღევანდელი განაჩენი ადასტურებს, რომ კანონი ჩვენს ქვეყანაში ყველას ეხება, მდიდრებს, ცნობილებს და ყოფილ პრეზიდენტებსაც კი".

როგორც ცნობილია, ტრამპი 2024 წლის ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოკავშირეებმა "შეთითხნეს".

წყარო: BBC