ავტორი:

"ჯო ბაიდენს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია... პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან" - დონალდ ტრამპი

"ჯო ბაიდენს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია... პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან" - დონალდ ტრამპი

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მას (ჯო ბაიდენს) ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ცბიერები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ ჰქონია.

"კიდევ ერთხელ გადახედეთ ომებს, მე არ დამიწყია, მე ომებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ 100%-ით გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯარისკაცები სახლებში დავაბრუნეთ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.