ავტორი:

მელანიას ეფექტი - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა

მელანიას ეფექტი  - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში პირადი ექიმის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარია ტრამპის ჯანმრთელობაზე და წონის კლებაზე.

მას შემდეგ არაერთი სპეკულაცია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა ყოფილმა პრეზიდენტმა ზედმეტი კილოგრამების დაკლება. ზოგიერთის აზრით, ეს წონაში კლების მედიკამენტის დამსახურებაა.

თუმცა ექსპრეზიდენტთან დაახლოებული წყარო Page Six-თან ამბობს, რომ ეს ორი რამის დამსახურებაა: მელანია ტრამპის და ჯანსაღი კვების. მისივე თქმით, ცხოვრების წესის შეცვლის წყალობით, ტრამპმა დაახლოებით, 15 კგ დაიკლო.

ყოფილი პრეზიდენტის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ის ახლა უფრო მცირე რაოდენობის საკვებს მიირთმევს და გაცილებით ჯანსაღად იკვებება.

ისინი ტრამპის ამ სახეცვლილებას მის მეუღლეს, მელანიას მიაწერენ. "უკვე დიდი ხანია, რაც დონალდი Mar-a-Lago-ს სასადილოს თავს არიდებს და ნაყინსა და შოკოლადის ნამცხვრებზე უარს ამბობს",- აცხადებენ ყოფილი პრეზიდენტის მეგობრები.

ექიმის დასკვნაში, რომელიც ტრამპმა ნოემბერში გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ზოგადი ჯანმრთელობა არაჩვეულებრივია. მან წონაში გაუმჯობესებული დიეტისა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების წყალობით დაიკლო".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა