ავტორი:

"პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი" - რას წერს ელისაშვილი?

"პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი" - რას წერს ელისაშვილი?

პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მონა.ჯის სიაში ისტორიკოს გიორგი კალანდიას შეყვანა საძაგლობაა.

"პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი. გიორგი კალანდიას ვიცნობ 25 წელია და ცოტა ვინმე თუ ვიცი მასავით შეპყრობილი, საქართველოთი და მუზეუმებით შეპყრობილი. რადიო "აუდიენციაში" ვმუშაობდით ერთად და ზუგდიდის დადიანების სასახლიდან კომუნისტების დროს, 30-იან წლებში დაკარგული ნივთი აღმოაჩინა რომელიღაც ევროპულ აუქციონზე.

ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი, იმდენი იჩალიჩა, ეს ნივთი პროკურატურის მეშვეობით, დაუბრუნა ზუგდიდის მუზეუმს. ასეთი ათობით ამბავი შემიძლია მოვყვე კალანდია-მანიაკზე. ჰოდა, სხვისი ლანძღვის გარდა ცხოვრებაში არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ, იმათმა კალანდიას გაკეთებულის მეათასედი მაინც გაუკეთეთ საქართველოს და მერე აქვეყნეთ სხვები თქვენს ამაზრზენ საიტებზე" - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, მონა.ჯი ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ შექმნეს. მათი თქმით, სიაში ხვდებიან ის პირები, ვინც "ოცნების" პოლიტიკური დავალების შემსრულებლები არიან. მორიგ სიაში გუშინ ისტორიკოსი გიორგი კალანდია გამოჩნდა.