ავტორი:

"ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში... "თაღლითი და მავნებელია" - ელისაშვილი

"ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში... "თაღლითი და მავნებელია" - ელისაშვილი

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს და ამიტომ ის ციხეში უნდა დაბრუნდეს.

"თაღლითი და მავნებელია მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, კახექსია... რა უქნა ერთი წელი ქვეყანას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი, ან გლდანის ციხეში, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს. რა კახექსია და დემენცია. ვკვდები, ერთი კვირა დამრჩა... ეს კაცი არის მავნებელი!

ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა კომისია და ერთი წელი "გვაბოლებდნენ“, რომ კვდებაო. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს. წამოწვა იქ ორ ოთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი "ოცნება“ ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა! ერთი წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა და მარტო თავის ჯანმრთელობაზე ალაპარაკა. საჩუქარი გაუკეთა "ქართულ ოცნებას“, ერთი წელი სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა.

ასე სამედიცინო მეთვალყურეობა გვჭირდება ყველას ამ ქვეყანაზე. ეს ორივე პარტია ოპოზიციაში უნდა გადავიდეს. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ როგორ გადაბობღდნენ 5%-იან ბარიერზე. ამ დროს არის დიდი ეროვნული მიზანი - "ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან თუ არ გავუშვით, ამათ ვეღარასოდეს გავუშვებთ. მეოთხედ იქნება არჩეული "ქართული ოცნება“, წარმოგიდგენიათ?“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი გამოეხმაურა "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ თანამშრომლობისთვის წითელი ხაზია ყოფილი თანაგუნდელები "გირჩიდან“, გახარია და ალეკო ელისაშვილი.

"გამოვრიცხავ ზურაბ ჯაფარიძესთან და, განსაკუთრებით, ელენე ხოშტარიასთან რამე თანამშრომლობას. თავად ხომ იყო ცოტა ხნით პარლამენტში შემოსული, რამდენიმე სხდომაზე ხომ იარა? შემდეგ ადგა და გავიდა, მის მაგივრად შემოვიდა ჰერმან საბო. ამ მოწვევის პარლამენტში სხდომაზე ხომ დადიოდა? სიტყვითაც რამდენჯერმე ხომ გამოვიდა? და ამით არ "აპრავებდა“ არჩევნებს?

სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვფიქრობ ვინმესთან გაერთიანებას“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, ყველას უნდოდა პარლამენტში შესვლა და ვინც პირველი გაბედა შესვლა, ეს იყო თავად, რადგან ასე იყო სწორი ქვეყნისთვის.

"მაშინ "ქართულ ოცნებას“ ტოტალურად არ გაუყალბებია არჩევნები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავუმტკიცეთ ტოტალური გაყალბება. ყველას უნდოდა პარლამენტში შესვლა. ყველა უყურებდა ერთმანეთს თუ ვინ იქნებოდა ის გიჟი, ვინც პირველი გაბედავდა და ის "გიჟი“ აღმოვჩნდი მე. რატომ? იმიტომ, რომ ასე იყო სწორი ქვეყნისთვის. დახურულ შეხვედრებზე ელჩები გვთხოვდნენ მაგიდაზე დაგვედო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და ვერაფერი დავდეთ. მე დავდე საბურთალოზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულება და ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე. საბურთალოზე არჩევნები გააყალბეს! ვერ ვიტყვი ტოტალურად, მაგრამ გააყალბეს.

ვერ დავამტკიცეთ არჩევნების გაყალბება და მაშინ ვთქვით, რომ ვიცით საშინელ ჯოჯოხეთს გავივლით, მაგრამ ჩვენ შევალთ-თქო. სათითაოდ მლანძღავდნენ: "ლელო“, გიგა ბოკერიას ხალხი, "ნაცები“. პარლამენტის შესასვლელთან ჩემს ფოტოებს წვავდნენ, ეს ოღრაშები და შემდეგ მე მასწრებდნენ პარლამენტის დარბაზში შემოსვლას. ვინ მოიქცა ახლა ნორმალურად? ისინი, მაინც არ გამილანძღია, ვამბობდი, რომ ყველას უნდა შემოსვლა, მაგრამ ერთი ადგილი არ აქვთ, რომ შემოვიდნენ-თქო. მე მეყო ის ერთი ადგილი და შევედი პარლამენტში. კარგი საქციელი იყო ჯვარს რომ მაცვეს და ჩემს ფოტოებს წვავდნენ და შემდეგ რომ შემოვარდნენ პარლამენტში და სულ ბოიკოტში რომ იყვნენ?“- განაცხადა ელისაშვილმა.