ავტორი:

"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე

"ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ... რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?" - მეზვრიშვილი გლდანის ავარიაზე

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გლდანში მომხდარ ავარიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსული გოგო ემსხვერპლა. ყოველ წელს 500-მდე ადამიანი ეწირება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას - 2020 წლიდან 2023 წლის 6 თვის ჩათვლით 1518 ადამიანია დაღუპული, საიდანაც 12% 25 წლამდე ახალგაზრდაა. სატრანსპორტო დანაშაული, გავრცელების თვალსაზრისით, თითქმის ყოველ წელს რეგისტრირებული დანაშაულის პირველ ხუთეულშია.

ყოველდღიურად გვესმის მსგავსი ტრაგედიების შესახებ, მაგრამ არაფერი გვესმის სახელმწიფოს პოლიტიკაზე. საერთოდ სად არის რაიმე სახის პოლიტიკა? რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები პრევენციისთვის? ბოლოს რომელი მასშტაბური პრევენციული კამპანია გახსენდებათ?

ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სტატისტიკის გამოქვეყნება არ არის. გამოდით და ხალხს აუხსენით რა არის ამის მიზეზი - (იქნებ მიდგომები არაეფექტიანი, არასთანადოდ მკაცრია) და როგორ აპირებთ პრობლემის მოგვარებას. ჩვენს დროს ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვგრძნობდით, სკამი, რომელზეც ვისხედით ტვირთი იყო და არა კომფორტი, მხოლოდ მშრალ სტატისტიკას კი არ ვუყრიდით ხალხს საკენკად, კანონის გამკაცრების პარალელურად, პრობლემები ჩვენით გამოგვქონდა და მოგვარების გზებს ვთავაზობდით, პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებდით.

ესეც ხო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არაა ნებართვას პარტიისგან და ერთი კაცისგან ელოდეთ. ან პარლამენტი სად არის, რომელსაც თითქმის 3 წელია გენპროკურორის ანგარიში არ მოუსმენია.

მაგრამ როცა მორჩილება ჩვევაში გადადის, იქ უწყებები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ და ხალხზე ზრუნვაც დღის წესრიგიდან ქრება. ამის შეცვლის ერთადერთი რესურსი კი პოლიტიკური ცვლილებებია" - წერს მეზვრიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: