ავტორი:

შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო, შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"

შერონ სტოუნი ამბობს, რომ Basic Instinct-ის ცნობილი სცენის გამო,  შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს - "ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა"

შერონ სტოუნმა პოდკასტში “Table for Two” თქვა, რომ მას შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს Basic Instinct-ში შესრულებული როლის და ფილმიდან პოპულარული სცენის გამო.

მსახიობის თქმით1992 წელს გადაღებულმა ფილმაა მის ცხოვრებაში აურზაური გამოიწვია.

2004 წელს, როდესაც შერონ სტოუნი ფილ ბრონშტეინს გაშორდა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მათ ვაჟზე, როანზე მეურვეობას მამას გადასცემდა. წყვილმა ბიჭუნა 2000 წელს იშვილა.

შერონ სტოუნმა პოდკასტის წამყვანს უთხრა, რომ მეურვეობაზე ბრძოლის პროცესში "ძირითადმა ინსტინქტმა" დიდი როლი ითამაშა.

"ფილმიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა იმაზე, თუ როგორი მშობელი ვიყავი. ახლა სატელევიზიო შოუებში ზოგი ადამიანი სრულიად შიშველი ჩნდება, მე კი წამის მეასედში გამოჩენილი სიშიშვლის გამო ბავშვზე მეურვეობა წამართვეს. მეხუმრებით?!" - თქვა შერონ სტოუნმა.

მსახიობის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ ისე იმოქმედა მასზე, რომ გულის პრობლემებით კლინიკაშიც კი მოხვდა. ჰოლივუდის ვარსკვლავს ისიც კარგად ახსოვს, რომ როცა "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დაასახელეს, ამას მისი კოლეგებისგან დაცინვა მოჰყვა.

"საშინელება იყო. ძალიან დამამცირეს. ვინმეს წარმოდგენა მაინც აქვს, რა რთული იყო ამ სცენის თამაში? თუ როგორი სტრესული და საშიში იყო ჩემთვის? 9 თვე დასჭირდათ, რომ ამ ფილმში როლზე დავემტკიცებინე. ჩემ გარდა კიდევ 13 სხვა ადამიანს შესთავაზეს. დიდი კონკურენცია იყო.ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ზოგიერთმა კოლეგამ დამცინა. მინდოდა დავმალულიყავი", - ამბობს ვარსკვლავი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა