ავტორი:

რევოლუციური თერაპია, რომელმაც გოგონა ლეიკემიისგან განკურნა - მეცნიერთა მიღწევა და მედიცინის გასაოცარი შესაძლებლობა

რევოლუციური თერაპია, რომელმაც გოგონა ლეიკემიისგან განკურნა - მეცნიერთა მიღწევა და მედიცინის გასაოცარი შესაძლებლობა

13 წლის გოგონას ორგანიზმიდან სრულად გაქრა კიბოს უჯრედები რევოლუციური, ახალი ტიპის სამედიცინო თერაპიის გამოყენების შემდეგ. აღნიშნულის შესახებ BBC-ი წერს. როგორ გამოცემა აღნიშნავს, ალისა უკვე დიდი ხანია ლეიკემიას ებრძოდა და მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა.

Great Ormond Street Hospital-ის ექიმებმა გამოიყენეს გენეტიკური ინჟინერია. თერაპიიდან ექვსი თვის შემდეგ ორგანიზმიდან კიბოს უჯრედები გაქრა, მაგრამ გოგონა კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ლესტერში მცხოვრებ 13 წლის ალისას T-უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი გასული წლის მაისში დაუსვეს. ვერც ქიმიოთერაპიამ და ვერც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ ვერ შეძლო მოზარდის განკურნება.

  • ექსპერიმენტული მედიცინის გამოყენება იყო ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გოგონას გადასარჩენად დარჩა.

მედიკოსთა ჯგუფმა გამოიყენა ტექნოლოგია, რომელსაც უწოდებენ "ბაზის რედაქტირებას“ და რაც გამოიგონეს სულ რაღაც ექვსი წლის წინ. ბაზის ოთხი მთავარი ტიპი არსებობს - ადენინი, ციტოზინი, გუანინი და თიმინი და ეს ოთხი არის გენეტიკური კოდის ერთგვარი საშენი ბლოკი. დნმ-ში არსებობს მილიონობით ფუძე, ბაზა, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმისთვის, სხეულისთვის ერთგვარ ინსტრუაქციას, სახელმძღვანელოს.

მისი რედაქტირება კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს შეცვალონ კონკრეტული ბაზის მოლეკულური სტრუქტურა, გარდაქმნან იგი მეორეში და შეცვალონ გენეტიკური ინსტრუქცია. ექიმებისა და მეცნიერების გუნდმა გამოიყენა აღნიშნულ მიდგომაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი.

"ის პირველი პაციენტია, რომელსაც ამ მეთოდით უმკურნალეს“, - ამბობს პროფესორი ვასიმ ქასიმი. მისივე თქმით. "გენეტიკური მანიპულირება სწრაფად გავითარებადი დარგია და მას უდიდესი პოტენციალი აქვს.“