ავტორი:

ჯგუფმა LOUDspeakers სიმღერაზე - "Hell On The Earth" ახალი ვიდეოკლიპი წარადგინა

ჯგუფმა LOUDspeakers სიმღერაზე - "Hell On The Earth" ახალი ვიდეოკლიპი წარადგინა

"Hell On The Earth" LOUDspeakers-ის ახალი სინგლია, რომლის პროდიუსინგიც Lenø Records -ში Gvaji (გიორგი გვარჯალაძე)-ს მიერ განხორციელდა.

აღნიშნულ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის რეჟისორი იოსებ „სოსო“ ბლიაძეა.

სიმღერის მთავარი კონცეფციაა:

„დედამიწაზე ჯოჯოხეთს ადამიანები ქმნიან. ასე იყო ოდითგანვე და სამწუხაროდ ასეა დღესაც. თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს ის სინათლე, რომლისთვისაც ბოლომდე ღირს ბრძოლა“.

სიმღერის ვიდეოკლიპის ნახვა შესაძლებელია ბენდის Youtube არხზე, ხოლო სიმღერის მოსმენა, ყველა წამყვან მუსიკალურ პლატფორმაზე.