ავტორი:

სილვესტერ სტალონეს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლი შორდება - განაწყენებულმა მსახიობმა ცოლის გამოსახულებიან ტატუს ძაღლის ფოტო გადაახატა

სილვესტერ სტალონეს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლი შორდება - განაწყენებულმა მსახიობმა ცოლის გამოსახულებიან ტატუს ძაღლის ფოტო გადაახატა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი სილვესტერ სტალონე 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს შორდება. სტალონეს მეუღლემ ჯენიფერ ფლავინმა განქორწინება მოსთხოვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 54 წლის ჯენიფერმა ფლორიდის სასამართლოს განქორწინების თაობაზე მიმართა. ოჯახური განხეთქილების მიზეზად კი დაასახელა, რომ "მხარეებს შორის ქორწინება შეუქცევადად დაირღვა."

ქალი ცდილობს, დაიბრუნოს თავისი გვარი, ლი ფლავინი. ის ასევე ითხოვს, რომ გარკვეული აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც 25-წლიანი ქორწინების განმავლობაში დააგროვეს, "სამართლიანად გადანაწილდეს".

ფლავინი ამბობს, რომ "ქმარმა განზრახ გაფლანგა ოჯახის ქონება“. ქალი სასამართლოს სთხოვს, რომ "საქმის განხილვისას სილვესტერ სტალონეს აეკრძალოს ქონების გაყიდვა, გადაცემა ან განკარგვა."

განცხადების შეტანიდან ხუთ დღეში, 76 წლის სილვესტერ სტალონე ტატუს სალონში დააფიქსირეს, მედიის ინფორმაციით, მას ცოლის გამოსახულება ჰქონდა ამოტვიფრთული, თუმცა ამ ტატუზე უარი თქვა და მას თავისი საყვარელი ძაღლის, რუტკუსის გამოსახულება გადაახატა.

სილვესტერ სტალონე ჯენიფერ ფლავინზე 1997 წელს დაქორწინდა. ქორწინების 25 წლის განმავლობაში წყვილს სამი ქალიშვილი - სოფია, სისტინი და სკარლეტი შეეძინა. ცნობისთვის, მსახიობი 6 ივლისს 76 წლის გახდა.