ავტორი:

"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს

"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს

ყოველწლიურად მილიონობით ქალი კარგავს მუცლად მყოფ ბავშვს. ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნიც ერთ-ერთი მათგანია. ვისაც ეს ტკივილი აწუხებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს დამანგრეველი ტანჯვა ცხოვრებაში ცხრაჯერ განიცადა.

შერონს სურს, რომ ამ საკითხზე უფრო მეტმა ადამიანმა ისაუბროს, რათა ქალებმა საშინელი ტკივილი მარტოებმა კი არ აიტანონ, არამედ მხარდაჭერა მიიღონ.

შერონ სტოუნის პირადი ცხოვრება ბევრი დრამით იყო სავსე. 1984 წელს ის მაიკლ გრინბურგზე დაქორწინდა, მაგრამ ერთმანეთს სამ წელიწადში დაშორდნენ. შემდეგ მსახიობი ორჯერ იყო დანიშნული, თუმცა ორივე ურთიერთობა მალევე დასრულდა და საქმე ქორწილამდე არ მისულა.

1998 წელს ის ფილ ბრონშტეინზე დაქორწინდა. წყვილი შვილის გაჩენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შერონმა და ფილმა პირველი ვაჟი 2000 წელს იშვილეს. ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. 2005 წელს შერონმა თავისი მეორე ვაჟი, ლეირდ ვონი იშვილა, ხოლო 2006 წელს - ქუინ კელი სტოუნი.

შერონს ავტოიმუნური დაავადება და ენდომეტრიოზი აწუხებს და ორივე მათგანი ხელს უშლიდა ბიოლოგიურად შვილის გაჩენაში.

64 წლის შერონ სტოუნს ხშირად ხედავენ სამ შვილთან ერთად.

ის ამბობს, რომ სურს, ქალებმა თავისუფლად ისაუბრონ იმ ბრძოლების შესახებ, რომელთა გადატანაც უწევთ.

"ჩვენ როგორც ქალებს, არ გვაქვს სივრცე ამ დანაკარგის სიღმის განსახილველად. მე ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე. ეს არ არის პატარა რამ, არც ფიზიკურად და არც ემოციურად.

მაგრამ ჩვენ გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ ეს მარტომ და ფარულად უნდა გადავიტანოთ და თავი არასრულფასოვნად ვიგრძნოთ. იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ ძალიან საჭირო თანაგრძნობა, ქალების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მამაკაცური იდეოლოგიის მიღმაა დარჩენილი“, - ამბობს მსახიობი.