ავტორი:

არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის "ძმათა სასაფლაოზე" სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

ასევე იხილეთ: