ავტორი:

74 წლის მეი მასკი საცურაო კოსტიუმში - ილონ მასკის დედის თამამი ფოტოსესია და მაგალითი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შესანიშნავად გამოიყურებოდე

74 წლის მეი მასკი საცურაო კოსტიუმში - ილონ მასკის დედის თამამი ფოტოსესია და მაგალითი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შესანიშნავად გამოიყურებოდე

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი თამამი ფოტოსესიით წარსდგა საზოგადოების წინაშე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მეის ფოტოები Sports Illustrated-ში დაიბეჭდა და ამით ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ქალი, რომელსაც აღნიშნული გამოცემისთვის საცურაო კოსტიუმში უპოზიორია.

სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მეი მასკი 74 წლისაა და ის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ქალია.

სამი შვილი დამოუკიდებლად, სრულიად მარტომ გაზარდა და მისი ცხოვრება ბევრი ქალისთვის შთამაგონებელია, არის მაგალითი იმისა, თუ როგორია იყო ძლიერი და უშიშარი ქალი, როგორ დაძლიო სირთულეები და წარმატება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციო.

მეი მასკი მოდელი იყო და ამ საქმიანობას ზოგჯერ ახლაც უბრუნდება, ის არის ასევე ნუტრიციოლოგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის ექსპერტი და მწერალი.

"იყო მოდელი Sports Illustrated-სთვის და საცურაო კოსტიუმში გადაიღო ფოტოები? არ ვიცი, ვფიქრობდი, რომ ხალხი გიჟს დამიძახებდა. ძალიან აღელვებული ვარ, რომ მათ გადაწყვიტეს აჩვენონ ყველას, რომ ხანდაზმულ ქალებსაც შეუძლიათ საცურაო კოსტიუმის ტარება და ისე, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. ვფიქრობ, რომ ეს ქალების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი ნამდვილად შეცვლის“, - ამბობს მეი მასკი.

დაათვალიერეთ ფოტოები: