ავტორი:

"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე

"თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას მოსწონხარ, მთავარი ბუნებრიობაა" - როგორ იცვლებოდა თიკა ფაცაციას სტილი 25-წლიანი კარიერის მანძილზე

საკმაოდ პატარა ასაკიდან დგას სცენაზე, მომღერალია, პარალელურად ძალები პოდიუმზეც სერიოზულად მოსინჯა, იყო პროფესიონალი მოდელი, მისი კარიერის შემდგომი პერიოდი კი წრმატებულ ტელეწამყვანობას ეთმობა. იყო „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი,“ 2000 წელს შექმნა ჯგუფი „სეთი“, აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრება. 2003 წელს თიკა ფაცაციამ პირველი ალბომი სახელწოდებით - „თქვი, რას აპირებ“ გამოსცა... 2008 წელს „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, 2008-2009 წლებში მცდელობა ჰქონდა, „ევროვიზიაში“ მიეღო მონაწილება... მოგვიანებით მეგაშოუ „ნიჭიერის“ წამყვანიც გახდა (მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა).

ამ ყველაფრის გახსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მისი მინიმუმ, 25-წლიანი კარიერის ამსახველი ფოტომასალას თვალი გადავავლე და ვნახე, სხვადასხვა დროს როგორ იცვლიდა იმიჯს. იმ უამრავ ფოტოში უგემოვნო არ შემხვედრია. ყველა დროს შესაფერისად და მომხიბლავად გამოიყურება. AMBEBI.GE თიკა ფაცაციას სწორედ ამ მეტამორფოზას გთავაზობთ.

- იშვიათად ხდება ასე, რომ ადამიანს წარსულის ყველა ფოტო და მასზე აღბეჭდილი საკუთარი თავი მოსწონს, მაგრამ მგონი, ახლა ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე - ყველა ფოტო მართლა კარგია და ყველგან საუკეთესოდ გამოიყურები. რას იტყვი, თიკა?

- ზუსტად დღეს ვამბობდი, რომ ასე ხდება - ამა თუ იმ მომენტსა და პერიოდში არ მოგწონს საკუთარი თავი, ბევრი ნაკლი გხვდება თვალში, ბევრ რამეს იწუნებ, არადა, გადის წლები და ხვდები, რომ კარგი იყო. რატომ გვაქვს საკუთარი თავის ასეთი შეფასება, არ ვიცი… მგონი, ეს „ქართული მომენტია“... არადა, ვისურვებდი, რომ ყველა დროში გვქონდეს კარგი თვითშეფასება და ამბების, ფაქტების რეალისტური აღქმა...

- არსებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ თითოეულ ეტაპზე შენთვის იმიჯი მნიშვნელოვანი იყო და არის, რადგანაც სულ პატარა ასაკიდან დგახარ სცენაზე (მღერი, იყავი მოდელი და ბოლო წელბში ტელესახე ხარ)... ამისთვის საგანგებოდ ზრუნავდი და ზრუნავ ყოველთვის?

- როგორც აღმოჩნდა, იმიჯი ბევრჯერ შემიცვლია... მიყვარს სხვადასხვანაირი თიკა და ყველგან მაინც ორგანული და ბუნებრივი… ყველა იმიჯს ვირგებ და ჩემად ვიხდი... უმეტესად თმას „ვერჩი“ ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ სულ ერთი იმიჯი ჩემთვის მოსაწყენია.

- ცნობილ ქალბატონს გარეგნული იერ-სახის შესაქმნელად ბევრი რამ სჭირდება. შენთვის რა არის ამისთვის მთავრი და რა იყო წლების მანძილზე?

- ყოველთვის ვერგები მოცემულობას, თუ ვთქვათ, საღებავით დამეწვა თმა და იძულებით შევიჭერი, ამასაც სიახლით ვამართლებ... გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ. იმიჯისთვის ვარცხნილობა და ჩაცმის სტილია მთავარი და ყველაზე მეტად თვალსაჩინო… თუმცა ნებირმიერ იმიჯში, თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობ, მაშინ გარშემოც ყველას აწონებ საკუთარ თავს… ქალს ეს ყველაზე მეტად ეტყობა…

- ბუნებრიობა აღნიშნე და მგონი, მართლაც ეს არის შენი მთავრი ''კოზირი''... არადა, ცნობილი ქალბატონებისგან ამას ბევრი არ ეთანხმება. სხვადსხვა საშუალებას მიმართავს მაგალითად, სახის თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმების შესაცვლელად. ამაზე არ გიფიქრია?

- როგორ არ მიფიქრია? მომწონს კიდეც, როცა მსუბუქი ჩარევით მნიშვნელოვნად ხვეწენ გარეგნობას... ეს პლასტიკური ქირურგიის მაღალი კლასია... შეცდომებიც გვინახავს, რომლის მერეც შემშინებია და ასეთი ჩარევის სურვილი დამიკარკავს... ამიტომ სანამ შემიძლია, ჩემი ძალისხმევით შევინარჩუნო საკუთარი გარეგნობა, ვეცდები და მერე უკვე სხვასაც დავიხმარ ალბათ, ვნახოთ...

- რა რეკომენდაცია შეგიძლია ქალბატონებისთვის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მისცე ანუ რას ურჩევდი?

- დაინტერესდნენ საკუთარი თავით… განავითარონ, შეიყვარონ, იზრუნონ, მოუარონ, გასცენ სიყვარული და დაელოდონ შედეგს...