ავტორი:

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

„თეგეტა აკადემია“ წარმოადგენს ავტორიზებულკოლეჯს და უნიკალურ ტრენინგ ცენტრს საავტომობილო მიმართულებით. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება და ამ ეტაპზეახორციელებს როგორც ავტორიზებულ საავტომობილო პროგრამებს, ასევე ტექნიკურ და ბიზნეს მიმართულების სასწავლო მოდულებს.

„თეგეტა აკადემიის“ გუნდის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-მოდულების და თანამშრომლების განვითარებისთვისკვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების შექმნა, შესაბამისად მათ მიერ შემუშავებულია ავტოპარკის ეფექტური მართვის არაერთი სპეციალიზებული პროგრამა, მათ შორის:

· მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების გადამზადების პროგრამა;

· ავტოპარკის მენეჯერის გადამზადების პროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით;

· მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების სასწავლო კურსი;

· ექსკავატორდამტვირთველის, ჩანგლიანი დამტვირთველის და ელ-ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა-ექსპლუატაცია;

· ლიზინგის მენეჯერის გადამზადების კურსი სპეცტექნიკის მიმართულებით;

· სატვირთო ავტომობილის ეკონომიურად მართვის კურსი;

· შიდა წვის ძრავის მოვლა-ექსპლუატაცია;

· სატვირთო და სპეცტექნიკის საბურავების მოვლა-ექსპლუატაცია;

· საკრედიტო ექსპერტის პროფესიული გადამზადების პროგრამა.

„თეგეტა აკადემიის“ მომხმარებლებს შორის არიან, ისეთი კომპანიები როგორებიცაა: თიბისი ლიზინგი, GWP,GMP,პსპ, შპს მინა, ELT company,ტოიოტა ცენტრი თეგეტა, პორშეს, ვოლვოს და მაზდას წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა მოტორსი“ და სხვა.

დღეს, „თეგეტა აკადემია“ გთავაზობთ 50-მდე სასწავლო მოდულს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი თანამშრომლების განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და ბიზნეს უნარ-ჩვევების თემატიკის ტრენინგები. პროგრამები ხორციელდება როგორც აუდიტორიის ფორმატში, ასევე ონლაინ.

NS

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ინფიცირებულებისთვის შეიძლება განიხილონ საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეების მოწყობა