ავტორი:

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლის" ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თემქის დასახლებაში მდებარე ფილიალის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გაუშვეს და ისინი დროებით ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ "ფეისბუქზე" განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა რა გახდა ფილიალის თანამშრომლების იზოლაციაში გაშვების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ ფილიალის ერთ-ერთი კონსულტანტის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აი, რა წერია "სუფთა სახლის" განცხადებაში:

"კომპანია სუფთა სახლი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სუფთა სახლის არც ერთ თანამშრომელს COVID-19 არ დადასტურებია‼ მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი კომპანია ღიაა, რადგან ვგრძნობთ უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით შექმნილ სიტუაციაში.

სუფთა სახლის თემქის დასახლებაში მდებარე ფილიალის კონსულტანტი, იმყოფებოდა გარკვეულწილად რისკის შემცველ გარემოებაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ფილიალის თანამშრომლები, სხვა კადრებით შევცვალეთ. ძველ თანამშრომლებს კი, ჩვენგან თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე დადასტურებული საფრთხისშემცველი გარემოება!

მომხმარებლების და ჩვენი კადრების მაქსიმალური უსაფთხოების მიზნით, ვცდილობთ ყველა სახის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქსელში ყველა თანამშრომელი აღჭურვილია ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, კერძოდ: ხალათით, ხელთათმანით, პირბადით, სახის ფარით. ასევე ყველა ფილიალში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.ამდენად მომხარბელის ან თანამშრომლის დაინფიცირების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი" - ნათქვამია "სუფთა სახლის" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, კომენტარებში მოქალაქეები უწერენ, რომ კონსულტანტებს ხშირად არანაირი დამცავი საშუალება არ უკეთიათ და არც დისტანციას იცავენ მომხმარებელთან ურთიერთობაში. ყველა მსგავს კომენტარზე პასუხად "სუფთა სახლის" ადმინისტრაცია წერს, რომ შესაბამის ზომებს გაატარებს.

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"

"ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არ ჯერათ, რომ უფასოა" - რას წერს ორკვირიან კარანტინში მყოფი ქართველი გოგონა

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე