ავტორი:

"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან

"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან

იტალიაში ბოლო 24-საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს. როგორც ცნობილია, იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვიცავს ქართველებს COVID-19-სგან:

"ერთი ინფორმაცია და მოსაზრება უნდა მოგაწოდოთ, რომელიც ძალიან ყურადსაღები და დასაფიქრებელია.... საქმე იმაშია, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტი ევროპაში (ამ შემთხვევაში იტალია, ესპანეთს ვესაუბრები და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია) მუშაობს ოჯახებში და უვლის ხანდაზმული ასაკის ხალხს, მათ შორის ძალიან ბევრი მოხუცი (იტალია გამოირჩევა ძალიან ხანდაზმულ ადამიანთა სიმრავლით ევროპაში, რომელთაგან უმეტესობას კომორბიდული ფონი აქვთ) გარდაიცვალა COVID-19-ით, თუმცა არცერთი მომვლელი, ემიგრანტი ქალბატონი, რომელთა ასაკი მერყეობს ძირითადად 40-დან 65 წლამდე არ დასნებოვნებულა კორონავირუსული ინფექციით, ან გადაიტანა ინფექცია შედარებით იოლ ფორმებში, სეზონური გრიპის კლინიკით, მაშინ როცა ამ ასაკის ძალიან ბევრი მედიკოსი, რომელთაც ინფიცირებულებთან ქონდათ კონტაქტი, მყისიერად დაინფიცირდა...

თქვენ იცით ვინმე ინფიცირებული ჩვენი თანამემამულე??? იტალიის სამედიცინო საზოგადოება თვითონ გაოგნებულია ამ ფაქტით!!! ჯერჯერობით ამის შესწავლის დრო არ არის!!! მტერია დასამარცხებელი, ვერაგი მტერი!!! COVID-19-ის პანდემიის ჩათავების შემდეგ უამრავი საკითხი, თემა იქნება შესასწავლი, რასაც ეს, ჯერჯერობით შეუცნობელი ვირუსი დაუტოვებს მეცნიერებს!!! უამრავი კვლევები ჩატარდება!!!

ძალიან მნიშვნელოვანი შრომები, მეტანალიზით გამყარებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჟურნალებში, დისერტაციები, მონოგრაფიები....მაგრამ მანამდე, ჰიპოთეზის დონეზე. დღეს ევროპაში ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს ფაქტი უკავშირდება საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ფიქრობენ- ბცჟ - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (მაშინ როცა არც ევროპაში და არც ამერიკაში ეს ვაქცინაცია არ ტარდებოდა და კიცხავდნენ კიდეც СССР-ს საყოველთაო აცრების გამო, ფაქტია, რომ ეს ყველა ქალბატონი ბცჟ-თი ვაქცინირებულია) შეიძლება კიდევ სხვა მიზეზი არსებობს, ჯერ შესასწავლია, მაგრამ უდაოდ საინტერესოა, ძალიან საინტერესო... ჩავაგდებ ოფიციალური დონის სტატიასაც, სადაც გაჟღერებულია ეს აზრიც, ფაქტია, რომ ევროპაში მეცნიერები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით..." - წერს მამუჩიშვილი.

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

თბილისში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება, რომლითაც ბავშვების გადაყვანას შეძლებთ - სერვისის საფასურს მეტრომანით დაფარავთ