ავტორი:

მოდუსი - ჩვენ ერთი გუნდი ვართ

მოდუსი - ჩვენ ერთი გუნდი ვართ

ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის სამსახურის ორგანიზებით, მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელის თანამშრომლებმა, შიდა საფეხბურთო ტურნირი წარმატებით დაასრულეს. საფეხბურთო მარათონში სულ ექსვი გუნდი მონაწილეობდა, ფინალში კი ორი საუკეთესო ნაკრები გავიდა. საზეიმოდ აღინიშნა ფინალური თამაში და გამარჯვებულ გუნდს, ფულად ჯილდოსთან ერთად, სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც საჩუქრად საგზური გადაეცა.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსგავსი ტიპის აქტივობა თანამშრომლებისთვის წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

ანა ბედინაძე (მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი) - სპორტული აქტივობები ხელს უწყობს გუნდის ერთიანობას და ჩვენ გადავწყვიტეთ, თანამშრომლებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება მოგვეწყო. თითოეული მონაწილე არის კომპანიის სახე მომსახურებაში და მათი მოტივაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალში დაგეგმილი მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მიმართული იქნება ჩვენი გუნდის წასახალისებლად.

შეგახსენებთ, რომ მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. იგი ახორციელებს, სამშენებლო და სარემონტო მასალების როგორც იმპორტს საერთაშორი ბაზრებიდან, ასევე ქართულ წარმოებას და რეალიზაციას.

R

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა

თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე

„სისხლის დონაცია დამეხმარა მეცხოვრა ერთი „ზედმეტი“ წელი”- რატომ უნდა გავიღოთ სისხლი უანგაროდ