ავტორი:

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალი, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით გოგონა გააჩინა, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან დედად მიიჩნიეს.

პაბჰა დევიმ ინდოეთში, რაჯასტანის შტატში საკეისრო კვეთით იმშობიარა. ბავშვი ძალიან პატარა იყო და 600 გრამს იწონიდა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები იძულებულები გახდნენ, საკეისრო ორსულობის 30-ე კვირაზე ჩაეტარებინათ, რადგან ქალს მხოლოდ ერთი ფილტვი უმუშავებს და ფიზიკურად ძალიან დასუსტდა.

პენსიონერ პაბჰა დევისა და მის 80 წლის ქმარს უკვე ჰყავთ ნაშვილები ბავშვი, თუმცა სურდათ, ბიოლოგიური შვილი გაეჩინათ და ამიტომ ინ-ვიტრო განაყოფიერებას მიმართეს.

„თუ ნაადრევად არ ვამშობიარებდით, შესაძლოა, ბავშვი გარდაცვლილიყო,“ - განაცხადა პაბჰას გინეკოლოგმა.

ახალშობილი ნეონატალურ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ვიდრე წონაში არ მოიმატებს, დედას არ შეეძლება, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გადაიყვანოს.

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ