კაცი შეყვარებულმა მოსკოვში არ გაუშვა, მეგობრებმა ჩემპიონატზე მისი მუყაოს ბანერი წაიღეს

კაცი შეყვარებულმა მოსკოვში არ გაუშვა, მეგობრებმა ჩემპიონატზე მისი მუყაოს ბანერი წაიღეს

მექსიკის ქალაქ დურანგოში მცხოვრებმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ავტობუსით გამგზავრებულიყვნენ.

საჭირო თანხის მოგროვება მათ 2014 წლიდან დაიწყეს, გადაწყვიტეს, იაფად ეყიდათ ავტობუსი და შეეღებათ.

აპრილში, როდესაც მგზავრობისთვის უკვე მზად იყვნენ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს, ხავიერს გამგზავრება არ შეეძლო, რადგან მეგობარი გოგონა რუსეთში წასვლის ნებას არ აძლევდა.

ხავიერის განცხადებამ მეგობრები აღაშფოთა, თუმცა გადაწყვიტეს, რომ ის „თან მაინც წაეყვანათ“. დაამზადეს ხავიერის რეალური სიმაღლის მუყაოს ბანერი, რომელზეც მამაკაცს მაისურზე ეწერა „ჩემმა გოგომ არ გამიშვა“.

მეგობრებმა დურანგოდან 16 000 კმ იმგზავრეს. გერმანიაში, ქალაქ ბრენერჰავენში ისინი 26 მაისს ჩავიდნენ, საიდანაც მოსკოვამდე 18 დღე დასჭირდათ.

„თუ მეგობრებთან ერთად გადაწყვეტთ ყველაფრის ორგანიზებას, ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე ფრენა, საცხოვრებელი ფართის დაქირავება და სხვა ხარჯები,“ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ფერნანდო ოსორიო.

მეგობრებთან ერთად მოგზაურობს ხავიერის მუყაოს ბანერიც.

წყარო 9gag

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ