სიმსივნით დაავადებულ მამაკაცს მეზობლებმა ოცნების ქორწილი გადაუხადეს

სიმსივნით დაავადებულ მამაკაცს მეზობლებმა ოცნების ქორწილი გადაუხადეს

ჰოლი და ერიკ გენზენები, რომელიც აშშ-ში, აიოვას შტატში ცხოვრობენ, შეხვედრების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ დიდი განსაცდელის წინ აღმოჩნდნენ. People წერს, რომ ერიკს კანის სიმსივნე დაუდგინდა.

ერიკი ფიქრობდა, რომ ჰოლი მას მიატოვებდა, თუმცა ქალს საყვარელ მამაკაცთან განშორებაზე არც უფიქრია და ყველა მძიმე სამკურნალო პროცედურის დროს მის გვერდით იყო.

ერიკს, რომელიც ახლა 26 წლისაა, მელანომა 2011 წელს დაუდგინეს. მას უამრავი პროცედურა ჩაუტარეს, მათ შორის - არაერთი ქირურგიული ოპერაცია. წლების მანძილზე წყვილს საერთო მომავალზე არ უფიქრია, ისინი ერთად იბრძოდნენ გადარჩენისთვის.

წინა ქორწინებიდან ერიკს ორი შვილი ჰყავს, ბავშვი შეეძინა ჰოლისგანაც, ლილიენი ახლა 5 წლისაა. ამის მიუხედავად, დაქორწინებაზე საუბარი კვლავ გადაიდო, როდესაც 2014 წელს ექიმებმა ერიკის საყლაპავში აღმოაჩინეს სიმსივნე, რომელზეც ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო.

ჰოლი იხსენებს, რომ მეორე დიაგნოზი მისთვის პირველთან შედარებით რთული გადასატანი აღმოჩნდა. ერიკის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და 2017 წელს ექიმებმა სიმსივნე მის ტვინზეც აღმოაჩინეს.

იმის მიუხედავად, რომ მომავალი, შესაძლოა, სულაც არ დამდგარიყო, ერიკი დარწმუნებული იყო, რომ ჰოლიზე დაქორწინება სურდა. ისინი 2017 წლის ნოემბერში დაინიშნენ.

„ეს ყველაფერი მე მარტოს არ გადამიტანია. ჰოლიმ ყველაფერი მომცა, მას ერთი კვლევაც კი არ გამოუტოვებია. თავზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მივხვდი, როგორი იღბლიანი ვარ, ის რომ მყავს. ძალიან მინდოდა, ჩემი დარჩენილი ცხოვრება მისთვის მიმეძღვნა,“ - ჰყვება ერიკი.

წყვილმა მოკრძალებული ქორწილი დაგეგმა, თუმცა ქალაქის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მათთვის ოცნების ქორწილი გადაეხადათ.

მათ საკუთარი ხარჯებით აანაზღაურეს ტორტის, ფოტოგრაფის, სტილისტის და დიჯეის მომსახურების საფასური. ოჯახის წევრებმა კი მათთვის ონლაინფონდი შექმნეს, სადაც მსურველები მათი ქორწილისთვის თანხას რიცხავდნენ.

ცერემონია 28 აპრილს შედგა.

„ყველაფერი იდეალური იყო. ვიზეიმეთ ჩვენი სიყვარული და ერიკის ჩვენთან ერთად ყოფნა,“ - ამბობს ჰოლი.

წყვილი საქორწინო მოგზაურობაში ამ დრომდე ვერ გაემგზავრა, რადგან ექიმები ერიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიშობენ.

ჰოლი დარწმუნებულია, რომ ერთად ყველაფერს გადალახავენ.

„ჩვენ შევძელით, აქამდე ერთად ვყოფილიყავით და უამრავი რამისთვის გაგვეძლო,“ - ამბობს ჰოლი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ