"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა

"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ ღამის კლუბებში დღეს განვითარებული მოვლენები არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

„ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი სიტუაცია არავისთვის არის მომგებიანი, მეტიც, დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ეს არის ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. დარწუნებული ვარ აქ მყოფთაგან 90 პროცენტზე მეტი ნარკოტიკების მომხრე არ არის და ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. მაქსიმალიურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ პროვოკაციას. არ მესმის რატომ ჩავაყენეთ ის ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულნი ან პოლიცია რატომ ჩავაყენეთ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ კაფე „გალერისთან“, სადაც ვითარების გასაცნობად მივიდა.

ადგილზე ყოფნის მომენტში მას "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სთხოვა, ვინმე "ზემდგომისთვის დაერეკა, რათა აეხსნათ, სად არიან გადაყვანილი დაკავებული მოქალაქეები", რაზეც გვარჯალაძემ უპასუხა:

"ვისთანაც დასარეკი იყო დარეკილი მაქვს. კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, მაგრამ ვისთანაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, ყველასთან დავსვი..." - აღნიშნა გვარჯალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ