"ჩემი შვილი მეგობრებმა გაყიდეს!" - ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა

"ჩემი შვილი მეგობრებმა გაყიდეს!" - ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა

ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს, - განაცხადა 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის მამამ, ზაზა სარალიძემ. "რუსთავი2"-თან ინტერვიუში ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მას თავიდან იმედი ჰქონდა, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენენებს ბრალდებულები სასამართლოზე დააზუსტებდნენ, რადგან ფიქრობდა, რომ ბავშვები სტრესის ქვეშ იყვნენ და სასამართლოს წინაშე სიმართლეს იტყოდნენ, თუმცა, პირიქით მოხდა, რაც გამოძიებას მისცეს ჩვენება, ისიც დამალეს.

"ყველამ შეცვალა ჩვენება, ჭეშმარიტების დადგენა უკვე სასამართლოზე გამორიცხულია. რა მოცემულობაც აქვს პროკურატურას, რომ ეს 2 კაცი უნდა დაისაჯოს, დაისჯება და მეტი არაფერი", - აცხადებს ზაზა სარალიძე.

კითხვაზე, რას აპირებს, სარალიძე ასე პასუხობს: "კანონით თუ უკანონოდ მაინც მივაღწევ, მოვა მაგის დრო - სიმართლის".

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ