"არ არის აუცილებელი აკმაყოფილებდე სილამაზის სტანდარტებს" - ბრაზილიელი გოგონა სახეზე ლაქით მოდელობას გეგმავს

"არ არის აუცილებელი აკმაყოფილებდე სილამაზის სტანდარტებს" - ბრაზილიელი გოგონა სახეზე ლაქით მოდელობას გეგმავს

ბრაზილიელი ქალი სახეზე ლაქას კარიერაში წარმატებისთვის იყენებს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 24 წლის მარიანა მენდესი ლაქით დაიბადა. მარიანა არასოდეს დაკომპლექსებულა საკუთარი სახის გამო და სხვებსაც ამხნევებდა, საკუთარი თავი მიეღოთ.

"ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ნიშანი სახეზე დაბადებიდან მქონდა, ეს ჩემი ნაწილია, ის, რაც მე განსაკუთრებულს და გამორჩეულს მხდის. ვარჩიე, არ დამემალა, რადგან ჩემი პიროვნების ნაწილი," - ამბობს მარიანა მენდესი.

ახლა ის, უმეტესად, ფოტომოდელად მუშაობს მოდის დიზაინერებთან, „ინსტაგრამზე“ 21 ათასი მიმდევარი ჰყავს.

ბრაზილიელი ლამაზმანი იმედოვნებს, რომ მისი ლაქა სახეზე დაეხმარება ბევრ ადამიანს, იამაყოს საკუთარი თავით.

"მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ არის აუცილებელი, ჯდებოდე სილამაზის ყველა სტანდარტში, მოდელი რომ იყო. არ არის საჭირო იყო გამხდარი, მაღალი, ყველას მისთვის დამახასიათებელი სილამაზე აქვს, იმის მიუხედავადაც, თუ ეს სილამაზე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. უნდა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ," - ამბობს მარიანა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს