როგორ გავხდეთ უჩინარი "ფეისბუქზე" - 12 რჩევა პირადი მონაცემების დაცვისთვის

როგორ გავხდეთ უჩინარი "ფეისბუქზე" - 12 რჩევა პირადი მონაცემების დაცვისთვის

Facebook-ი ნამდვილად არ გიადვილებთ პროცესს, რომ მისი რადარის ფარგლებს მიღმა დარჩეთ. თუმცა თუ გინდათ, რომ სოციალურ ქსელში მეტნაკლებად უჩნარი იყოთ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით. როდესაც ამ პროცესს დაასრულებთ, თქვენ გარდა არავის შეეძლება Facebook-ზე თქვენი აქტივობების, ფოტოს ან მონიშნული ადგილმდებარეობის (check in) ნახვა. სოციალურ ქსელში დამეგობრებულ ადამიანებს ჯერ კიდევ შეეძლებათ თქვენი ძირითადი პროფილის ხილვა - თუმცა თქვენი აქტივობების დიდი ნაწილი მათთვისაც კი შეუმჩნეველი იქნება.

P.S არ არის საჭირო ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა ფუნქცია დაბლოკოთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ და თქვენთვის სასურველი გამოიყენოთ.

პირველად დააკლიკეთ თქვენი Facebook-ის გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეში კითხვის ნიშნის ღილაკს, აირჩიეთ ღილაკი Privacy Shortcuts, შემდეგ კი "იხილეთ მეტი პარამეტრი".

ახლა თქვენ კონფიდენციალურობის პარამეტრებისა და ინსტრუმენტების მენიუში ხართ. ფანჯარაში, სადაც გეკითხებიან "ვის შეუძლია ნახოს თქვენი პოსტები", აირჩიეთ ღილაკი "მხოლოდ მე".

ამის შემდეგ იმის შეცვლაც შეგიძლიათ, თუ ვის შეუძლია თქვენი წარსული პოსტების ნახვა, ამისთვის "შეზღუდვა ძველ პოსტებზე" ღილაკს უნდა დააკლიკოთ და ცვლილებას დაეთანხმოთ, შედეგად თქვენ შეგიძლიათ იმ ადამიანების წრე განსაზღვროთ, ვისაც წარსულში თქვენ მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნახვა შეუძლიათ...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს