ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

ინტერნეტმომხმარებლის, მია რამიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ამბავს პატრულის თანამშრომლისა და მოხუცი მამაკაცის შესახებ სრულიად "ფეისბუქი" აზიარებს.

"არაჩვეულებრივი პატრულის თანამშრომელი ზის ამ ავტომობილში... ნაგვის ბუნკერში ლუკმა პურის მეძებარი ადამიანი გააჩერა, შევიდა მაღაზიაში უყიდა საკვები, თბილად მოეფერა და გაუშვა... საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი თითქოს არაფერი ყველაფერი უცბად მოხდა მაგრამ ჩემში უდიდესი სითბო და დადებითი ემოცია გამოიწვია" - წერს ფოტოს კომენტირებისას რამიშვილი.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცა, 33 წლის ირაკლი ხმალაძეა. ის საპატრულო პოლიციის რიგებში 7 წელია ირიცხება. 33 წლის სამართალდამცველი ამჟამად დასაოჯახებელია.

წაიკითხეთ ასევე პატრულის თანამშრომლის ჯაბა მჭედლიშვილის ამბავი, რომელიც "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა

"3 კვირაა პროთეზი გამიტყდა, თვალი მტკივა... ჰაერში ვართ გამოკიდებულები" - რას წერს მაკო გომური "ფეისბუქზე"

"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა

"რუსული ვაქცინა სუპერხარისხიანიც რომ იყოს, არ ვაპირებ რუსულად ავიცრა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე და რატომ აღარ ყიდულობს რუსულ პროდუქციას