ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში, რომელიც 28 მარტს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო

ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში, რომელიც 28 მარტს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო

ნანი ბრეგვაძის მოსკოვში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გაურკვეველი დროით გადაიდო. „კვირის პალიტრა“ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც ნანი ბრეგვაძის და ქართველი შემსრულებლების კონცერტები უნდა გამართულიყო.

"ნანი ბრეგვაძის კონცერტი გადაიდო. ჯერ ზუსტად არ ვიცით როდის გაიმართება, ამ დღეებში დაგვიკავშირდით და ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით. 28 მარტს კონცერტი არ იქნება. ბილეთების გაყიდვაც შევაჩერეთ და ველოდებით ზუსტ წერილს და ამის მიხედვით განვაახლებთ საიტზე ინფორმაციას", - აცხადებენ Crocus City Hall-ის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნანი ბრეგვაძის შვილმა, ეკა მამალაძემ განაცხადა, რომ ნანი ბრეგვაძეს არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა გაეუქმებინა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს