ნადეჟდა სავჩენკო - დღეიდან შიმშილობას ვიწყებ - მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ

ნადეჟდა სავჩენკო - დღეიდან შიმშილობას ვიწყებ - მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ

უკრაინელმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლოზე შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს კიევის სასამართლოში ნადეჟდა სავჩენკოსთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის სხდომა მიმდინარეობს.

„დღეიდან მე შიმშილობას ვიწყებ. უკრაინული ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებაზე არანაკლებ დანაშაულებრივია. მე გავივლი ამ გზას ისე, როგორც ის რუსეთში გავიარე. მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ“, - განაცხადა სავჩენკომ.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, სახელმწიფო მოღვაწეების სიცოცხლის ხელყოფის მომზადებაში, უკრაინის პარლამენტის სასესიო დარბაზში ტერაქტების მომზადებაში, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობასა და იარაღის უკანონო მოხმარებაში ედება.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, სავჩენკო საბრძოლო ხელყუმბარებით ორი ლოჟის აფეთქებას და დეპუტატების მისამართით ავტომატებიდან ცეცხლის გახსნას გეგმავდა.

ნადეჟდა სავჩენკო 22 მარტს დააკავეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე