ფრანგული მედია - სუპერმარკეტში, სადაც მძევლები აიყვანეს, ერთი ადამიანი დაიღუპა

ფრანგული მედია - სუპერმარკეტში, სადაც მძევლები აიყვანეს, ერთი ადამიანი დაიღუპა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლებმა სუპერმარკეტიდან გამოსვლა შეძლეს და შიგნით მხოლოდ ბოროტმოქმედი და პოლიციის თანამშრომელი რჩებიან.

ტერაქტის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი ჟერარ კოლონი გაემგზავრა. თავის მხრივ, პროკურატურამ საქმის ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მძევლების აყვანა ტერაქტზე მიუთითებს. „მძევლების აყვანის გარემოებები იმაზე მიგვითითებს, რომ საუბარია ტერორისტულ აქტზე“, - განაცხადა ედუარ ფილიპმა.

შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ წარმოადგენს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე, ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტ Super U-ში შევიდა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"