ტრაქტორი საჩუქრად და პრეზიდენტების ვახშამი შვილებთან ერთად - ფოტოები ავლაბრის რეზიდენციიდან

ტრაქტორი საჩუქრად და პრეზიდენტების ვახშამი შვილებთან ერთად - ფოტოები ავლაბრის რეზიდენციიდან

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 22 მარტს ესტუმრა. ის ვაჟთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად ესტუმრა საქართველოს.

ბელორუსი სტუმრების პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტები შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ. ვახშამს ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ სადილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მინისტრებიც იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და ბელორუსის პრეზიდენტებმა ოფიციალურ სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ბელორუს და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას საჩუქრად ტრაქტორი გადასცა. ამის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გაავრცელა.

როგორც ჩანს, ალექსანდრ ლუკაშენკომ კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტის სოფლის მეურნეობით გატაცების შესახებ. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილს დუშეთში მეურნეობაში სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის კარტოფილი მოჰყავს.

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

IRI-ის კეთილგანწყობის რეიტინგით: პირველი პატრიარქია, მეორე გამყრელიძე, მესამე გახარია... ივანიშვილი კი მეშვიდეა