სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ოთხ ქვეყანაში გამგზავრება და ცხრა პირთან კონტაქტი აუკრძალა

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ოთხ ქვეყანაში გამგზავრება და ცხრა პირთან კონტაქტი აუკრძალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის დაწესებული სასამართლო კონტროლის ფარგლებში, ნიკოლა სარკოზის ოთხ ქვეყანაში ეკრძალება გამგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური RTL ავრცელებს.

ნიკოლა სარკოზის, რომელსაც 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგალურად დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს, ეკრძალება გამგზავრება ლიბიაში, ტუნისში, ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში.

გარდა ამისა, მოსამართლემ ნიკოლა სარკოზის აუკრძალა კონტაქტში შესვლა ცხრა პირთან, მათ შორის მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კლოდ გეანთან და საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრ ბრის ორტეფოსთან.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.

20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა. მას გამომძიებლები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმეზე კითხავდნენ. აღნიშნული კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება. 2016 წელს ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა ინფორმაცია გაამჟღავნა, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ტრიპოლიდან პარიზში 5 მილიონი ევრო ჩამოიტანა, რომელიც ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე