"მძახალი მომიკლეს საკუთარ ბინაში" - რას წერს მამუკა გამყრელიძე თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

"მძახალი მომიკლეს საკუთარ ბინაში" - რას წერს მამუკა გამყრელიძე თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

ყოფილი ელჩი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა გამყრელიძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. როგორც "ფეისბუქზე" გამყრელიძე წერს, მოკლული ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მისი მძახალი იყო.

"მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ!" - წერს გამყრელიძე.

მკვლელობა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ნუგზარ კახიძეს თავდამსხმელი "საქართველოს ფოსტის" წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას 7 ტყვია ესროლა.

თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულთან დამხმარედ მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს