რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება

რემარკის სამყარო და წიგნები, რომლებიც "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კოლექციას დაემატება

ანტინაცისტური წიგნები, რომლებსაც ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას კი კრძალავდნენ. ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. ნაწარმოებებში უმეტესად ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება, საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა.

მწერალს მშობლიური ქვეყნის დატოვება და შვეიცარიაში გადასახლებაც კი მოუწია, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ წლების შემდეგ მისი ნაწარმოებები კლასიკად აღიარებულიყო, თავად კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და საყვარელ მწერლად ქცეულიყო.

ეს ერიხ მარია რემარკია, მე-20 საუკუნის გამორჩული მწერალი, რომელიც 1898 წელს ოსნბურკში, გერმანიაში დაიბადა. იგი მეორე ბიჭი იყო ხუთ შვილიან ოჯახში. მწერალითავადაც იბრძოდა დასავლეთფრონტზე, სადაც დაიჭრა და მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი და კისერი დაიზიანა.

მისი მეამბოხე, ნაცისტური პოლიტიკისათვის შეუსაბამო წიგნების გამო სამშობლოდან გადახვეწა მოუწია, რის შემდეგაც მწერალმა ბევრი იმოგზაურა ევროპისადა ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში. წლების განმავლობაში იგი უშედეგოდ ცდილობდა მშობლიურ გერმანიაში დაბრუნებას და მოქალაქეობის აღდგენას. მართალია 1953 წელს მან სამშობლოში ჩასვლა მოახერხა, თუმცა მოქალაქეობა მხოლოდ 1970 წელს, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე დაიბრუნდა.

ცნობილია, რომ რემარკს რამდენიმე სასიყვარულო რომანი ჰქონდა. ყველაზე გახმაურებული – სახელგანთქმულ მსახიობ მარლენ დიტრიხთან. მათი მიმოწერები მომავალში წიგნად გამოიცა. მწერლის ბოლო სიყვარული ჩარლი ჩაპლინის ყოფილი მეუღლე - პოლეტ გოდარი იყო, რომელზეც 1958 წელს იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

საინტერესოა რემარკის სახელის ისტორიაც, დედის გარდაიცვალების შემდეგმ წერალმა მისი სახელის უკვდავსაყოფად მეორე სახელი - პაული, დედის სახელით შეცვალა. ასე გადაიქცა ერიხ პაულ რემარკი ერიხ მარია რემარკად.

ის დღემდეერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტორად რჩება და მისი ნაწარმოებები ათობით ენაზეა ნათაგრმნი. ქართულ ენაზეც არაერთი რომანია გამოცემული. გამომცემლობა "პალიტრა L" განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ამ ავტორს. მისი წიგნები არა ერთხელ აქვს გამოცემული და რემარკი წიგნების სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ნაწილიცაა. სერიის ფარგლებში რომანები "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "გზა შინისაკენ", "ტრიუმფალური თაღი" 2 ტომად, "ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა", "შავი ობელისკი" 2 ტომად და "ნასესხები სიცოცხლე" 2015 წელს გამოიცა. გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, 29 მარტიდან რემარკის ტომებს სამი ახალი რომანი, (4 წიგნად) დაემატება.

"პროექტი "ჩემი რჩეული მსოფლიო" უკვე მე-3 წელია ხორციელდება და 51 ავტორსა და 240 ტომს აერთიანებს. ჩვენ არაერთ ავტორს მივუძღვენით ტომეულები. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გამომცემლობის მიერ თარგმნილი წიგნების რიცხვი იზარდება. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ უკვე გამოცემული ავტორების კოლექციას კიდევ მიემატება რამდენიმე ტომი," - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

რემარკის შემთხვევაში ეს რომანებია: "ლისაბონის ღამე", "სიცოცხლის ნაპერწკალი" და "აჩრდილები სამოთხეში" 2 ტომად.

”ევროპა მეორე მსოფლიოს ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს, ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს - პატივს და ღირსებას, აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამის" გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება", - ასე ახასიათებენ ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამეს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.

"სიცოცხლის ნაპერწკალი" რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობაზე და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს.

"არაფერი არ არის იმის ყურებაზე დამღლელი, თუ როგორ ახდენს საკუთარი ჭკუის დემონსტრირებას ადამიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჭკუა არც აქვს." - ეს კი ფრაზაა რემარკის კიდევ ერთი რომანისა "აჩრდილები სამოთხეში", ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე, ასევე, გამომცემლობა "პალიტრა L-მა” გამოსცა.

ერიხ მარია რემარკის შემდეგ "პალიტრა L" სერიაში "ჩემი რჩეული მსოფლიო" მიგელ დე უნამუნოს შემოგვთავაზებს. 2-ტომეული 26 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა