მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში დაიბარეს

მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში დაიბარეს

"ფეისბუქის" დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში დაიბარეს. საქმე ეხება კომპანია Cambridge Analytica-ს მიერ "ფეისბუქის" მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენებას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ჩვენ მოვიწვიეთ მარკ ცუკერბერგი ევროპის პარლამენტში. "ფეისბუქმა" უნდა განმარტოს, რომ 500 მილიონი ევროპელის პერსონალურ მონაცემებს დემოკრატიის წინააღმდეგ მანიპულაციისთვის არ გაოიყენებენ", - წერს ტაიანი.

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდა, უკანონოდ მიიღო "ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემები. ეს მონაცემები გამოიყენებოდა ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპატიების დასადგენად და მათთვის პოლიტიკური რეკლამების საჩვენებლად. მეორე დღესვე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა კომპანიას მოსთხოვეს ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები წარედგინა. მალევე Forbes-მა განაცხადა, რომ აღნიშნული სკანდალის გამო ცუკერბერგმა 6 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"