კომპანია "თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავებზე აქციას სთავაზობს

კომპანია "თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავებზე აქციას სთავაზობს

საგაზაფხულო კამპანიის - "გაიმარტივე მგზავრობა" ფარგლებში, კომპანია "თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ბრენდ Bridgestone-ის ზაფხულის საბურავებზე აქციას სთავაზობს.

Bridgestone-ს ბრენდის 4 ზაფხულის საბურავის შეძენის შემთხვევაში ყველა მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილში ზეთის სრული შეცვლის უფასო სერვისი, კერძოდ, ბელგიური ბრენდის Champion-ის ან გერმანული ბრენდის Fuchs-ის ძრავის ზეთი, ასევე ზეთის ფილტრი და შეცვლა სრულიად უფასოდ მოხდება.

მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს 23 მარტიდან - 8 აპრილამდე "თეგეტას" ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

"თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. "თეგეტა" სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა - Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი