"საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" კურსდამთავრებულები "პალიტრა მედიასა" და სხვა წარმატებულ კომპანიებში დასაქმდნენ

"საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" კურსდამთავრებულები "პალიტრა მედიასა" და სხვა წარმატებულ კომპანიებში დასაქმდნენ

რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გაყიდვების ინსიტუტმა" პროექტ Sales MBA-ს მეორე ნაკადის ტრენინგ კურსი დაასრულა, რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა წარმატებულ კომპანიაში, მათ შორის "პალიტრა მედიაშიც" დასაქმდნენ.

"საერთაშორისო გაყიდვებს ინსტიტუტმა," რომელიც გაყიდვებზე ორიენტირებულ 25 წლამდე ახალგაზრდებს კურსების მეშვეობით აღნიშნული სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში ეხმარება, Sales MBA-ს დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტის მეორე ნაკადი შეაჯამა. როგორც ინსიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე განმარტავს, პროექტი სოციალური დანიშნულების იყო, რადგან ნიჭიერ და მოტივირებულ პირებს საშუალება მიეცათ, გაყიდვების სფერო პროფესიონალი ტრენერების მეშვეობით შეესწავლათ, პარალელურად კი წარმატებულ კომპანიებში დასაქმებულიყვნენ.

"აღნიშნული პროექტი ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის გამო გავაკეთეთ. გვინდოდა, 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის ყოველ კვირა დღეს გაყიდვები გვესწავლებინა და პარალელურ რეჟიმში დაგვესაქმებინა. ეს კურსები ინსტიტუტმა სრულად დააფინანსა. დაინტერესებული პირების მონაცემებს გავეცანით და ასეულობით კანდიდატიდან პირველ ნაკადში 14, ხოლო მეორე ნაკადში 10 მონაწილე ავარჩიეთ," - განმარტა დავით ჩიკვაიძემ.

"საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" დამფუძნებლის თქმით, ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ძალიან ბევრი პრაქტიკული უნარი შეიძინეს. კერძოდ, ისინი ერთი დღის განმავლობაში სწავლობდნენ გაყიდვების საკითხებს და შესასრულებელი ჰქონდათ ის კონკრეტული მისიები, რომლებსაც შემდეგ სამსახურებში პრაქტიკაში განახორციელებდნენ.

"კურსი ორ ეტაპად იყო გაყოფილი და თითო ეტაპს თვენახევარი დაეთმო. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა გაიარეს კომუნიკაციების საფუძვლები გაყიდვებში და საცალო გაყიდვები. შემდეგ სატელეფონო და კორპორაციული გაყიდვები, ასევე გაყიდვების მენეჯმენტი და პარალელურად სწავლობდნენ ბიზნეს ინგლისურს,“ - განმარტა დავით ჩიკვაიძემ.

"საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი" პროექტის გაგრძელებას გაზაფხულიდან გეგმავს. დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, კურსი შესაძლოა სრულიად უფასო აღარ იყოს, მაგრამ ვისაც ინსტიტუტი პარალელურად ვერ დაასაქმებს, მათ გადახდა არ მოუწევთ. თუმცა მონაწილეებისთვის მისაღები პირობებით. კერძოდ, თუ მონაწილეს ტრენინგ კურსის შემდეგ ინსიტუტი დაასაქმებს, სწავლის საფასურს მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაიხდის.

"ჩვენი მიზანია, რომ ძალიან ნიჭიერ ადამიანებს კაერიერის დასაწყისში სწორ გზაზე დადგომაში დავეხმაროთ. მჯერა, რომ თუ ვინმეს ცხოვრების მსვლელობის ვექტორს სამი გრადუსით მაინც შევუცვლით, ის გრძელვადიან პერიოდში უფრო დიდ შედეგს მოგვცემს. გვჯერა, რომ თუ ინსტიტუტი დაეხმარება ადამიანებს, რომ მათ თავიანთი კარიერა და ბედი უკეთესი გახადონ, მაშინ იგივე ადამიანები სხვების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან," - აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ.

"საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი" საქართველოს მასშტაბით 50-მდე ორნგანიზაციასთან ტრენინგებისა და კონსულტაციის მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის როგორც საბანკო, ისე საავტომობილო, ფარმაცევტულ და სხვა სექტორებთან. აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლები "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში" გაყიდვების მიმართულებით როგორც კორპორაციულ, ისე ღია კურსებს გადიან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის