სტიქაროსანი გიორგი გაბუნია - რა ფოტოს ავრცელებს გიგი უგულავა

სტიქაროსანი გიორგი გაბუნია - რა ფოტოს ავრცელებს გიგი უგულავა

გიორგი გაბუნიას გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ტელეწამყვანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე, რომელიც წლების წინ არის გადაღებული, უგულავა და გაბუნია სტიქარით არიან შემოსილი. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი და ჟურნალისტი კლასელები იყვნენ.

შეგახსენებთ, "ქართულმა მარშმა" გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ 17 მარტს ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ.

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს